აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შვებულება შეწყვიტა და დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო ვაშინგტონში ბრუნდება.
"ვბრუნდები ვაშინგტონში. ბევრი საქმეა გასაკეთებელი. სავაჭრო და სამხედრო საკითხებზე უნდა ვიმუშაო",- წერს ტრამპი Twitter-ზე.
დონალდ ტრამპმა 17 დღიანი სამუშაო შვებულება 4 აგვისტოს აიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ის კურორტზე იმუშავებს, რადგან თეთრ სახლში გათბობის სისტემების და ვენტილაციის სისტემის რემონტი მიმდინარეობს.





