აშშ-რუსეთის ურთიერთობა

ტრამპი: მადლობა პუტინს რუსეთში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობის შემცირებისთვის

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობის შემცირებისთვის ვლადიმირ პუტინის მადლობას უხდის.

"მინდა მადლობა გადავუხადო პუტინს, რადგან ჩვენ ვცდილობთ ჩვენი სახელფასო ფონდის შემცირებას. ძალიან მადლობელი ვარ, რომ მან ამდენი ადამიანი გაუშვა - ახლა ჩვენ ნაკლები გვექნება გადასახდელი. ჩვენ ბევრ ფულს დავზოგავთ", - თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ კრემლმა აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, რუსეთისდან 755 ამერიკელი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა. თავისმხრივ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა აღნიშნა, რომ კრემლი ამ ნაბიჯის გამო პასუხს მიიღებს და ოფიციალური ვაშინგტონი საპასუხო ზომების შესახებ ინფორმაციას 1 სექტემბრისთვის გამოაცხადებს.

კომენტარები