კრიმინალი

8 ათასი ლარის უაქციზო Hennessey-ის რეალიზაციისთვის პირს 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

აღნიშნული პირი ქალაქ თბილისში, უაქციზო ალკოჰოლური სასმელების - კონიაკი Hennessey X.O-სა და არაყი Beluga-ს რეალიზაციას ახორციელებდა. მისი საწყობიდან ამოღებულია უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, რომლის საერთო ღირებულება 8 736 ლარს შეადგენს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის II ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები