ხვალ, 11 აგვისტოს, თბილისის სამ რაიონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის და მირცხულავას ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანჯაფარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და იყალთოს ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამირანაშვილის, წუწუნავას, მუხაძის, გოკიელის, კაკაბაძის და ესენინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





