საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი სალმან ბინ საად ბინ აბდულა ბინ ტურკი ალ საუდი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
45 წლის ალ საუდი 2013-2015 წლებში ქვეყნის დედაქალაქს რიადს მართავდა. მის საქმიანობას დედაქალაქში მეტროს გაყვანა უკავშირდება. წარსულში ის საუდის არაბეთის არმიაში, ბომბდამშენის პილოტად მსახურობდა.
ის ტახტის პირდაპირი მემკვიდრე არ იყო.
ტახტის მემკვიდრეა მეფე სალმანის შვილი მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდია.





