ხვალ, 9 აგვისტოს, თბილისის ორ რაიონს ელექტრომომარაგება შეზღუდვით მიეწოდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის და ცისკარიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





