8 აგვისტოს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

newcastle.gov.za

ხვალ 8 აგვისტოს, თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, ამის შესახებ განცხადებას თელასი ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელია სამუშაოებია. ელექტრომომარაგების შეზღუდვა შემდეგ რაიონებს შეეხებათ:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის (ნაწილობრივ) და გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უშანგი ჩხეიძის, უზნაძის და მარჯანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

 

კომენტარები