ხანძარი

"გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

რუსთავი 2

დიდ დიღომში, გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის გამომწვევი მიზეზები და ზარალის ოდენობა კი, მოგვიანებით დადგინდება.

"იყო საფრთხე, რომ ცეცხლი გავრცელებულიყო "გუდვილის" შენობასა და მიმდებარედ არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე, მაგრამ მეხანძრეების მყისიერი რეაგირებიდან გამომდინარე, აღნიშნული საშიშროება აღმოიფხვრა. დაიწვა ორ ჰექტრამდე ტერიტორია, სადაც განთავსებული იყო ძველი ავეჯი და ძველი საბურავები", - თქვა გელაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

ხანძრის ჩაქრობას 12 ბრიგადა ცდილობდა.

კომენტარები