ნარკოდანაშაული

90 აბი „სუბოქსინის“ შეძენა-შენახვისთვის აბაშის რაიონში ერთი პირი დაკავეს

შსს

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1970 წელს დაბადებული ნ.ყ. ნარკოდანაშაულისთვის აბაშის რაიონის სოფელ მარანში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 90 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს.

კომენტარები