საფრანგეთი

მაკრონმა მეუღლეს პირველი ლედის ოფიციალური სტატუსი შესთავაზა

Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საკუთარ მეუღლეს პირველი ლედის ოფიციალური სტატუსი შესთავა. პრეზიდენტის ინიციატივა ბრიჯიტ მაკრონისთვის ოფისის მოწყობის გარდა, თანამშრომლების დაქირავებასა და ხელფასის დანიშვნასაც ითვალისწინებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მაკრონის გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოყვა. 190 000-მა საფრანგეთის მოქალაქემ უკვე მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც ამ ინიციატივის წინააღმდეგია. პეტიციის ავტორები ფიქრობენ, რომ ინიციატივა რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.

აღსანიშნავია, რომ ემანუელ მაკრონი საკუთარი მეუღლისთვის პირველი ლედის ოფიციალური სტატუსის მინიჭებაზე საარჩევნო კამპანიის დროსაც საუბრობდა. საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყანაში პირველი ლედის ოფიციალური სტატუსი არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტის მეუღლეს აქვს უფლება თავად პრეზინდეტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან კონკრეტული თანხები დახარჯოს, რომელიც შესაძლოა პირადი დაცვისა თუ თანაშემწეების ხელფასებსაც მოიცავდეს.

ცნობისთვის, ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილს, მათ შორის საფრანგეთს, დიდი ბრიტანეთს, გერმანიასა და იტალიას, პირველი ლედის ოფიციალურ სტატუსს აქვთ. აშშ-ში კი პირველი ლედის ოფიციალური სტატუსი 1978 წლიდან ამოქმედდა.

კომენტარები