უბედური შემთხვევა

ენგურში ავტომანქანა გადავარდა, 40 წლამდე მამაკაცს მეორე დღეა, ეძებენ

metro.us

მდინარე ენგურში 40 წლამდე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. მესტიის გამგებლის კახა ჟორჟოლიანის თქმით, პარალელურად, შესაბამისი ტექნიკის მობილიზება ხდება, რათა მდინარეში ჩარჩენილი ავტომობილი ამოიყვანონ.

"იმის შანსი, რომ მამაკაცი ავტომობილში იყოს ჩარჩენილი, ძალინ ცოტაა. ვვარაუდობთ, რომ ის მდინარემ წაიღო, რადგან ძალიან სწრაფი დინება იყო", - უთხრა "ინტერპრესნიუსს" ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, გუშინ, უშგულიდან მიმავალი ავტომობილი მდინარეში გადავარდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები