7 აგვისტოს, თბილისის 7 რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

newcastle.gov.za

დღეს, 7 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და გიორგი ნადარეიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, აბოვიანის, საიათნოვას, აბესაძის, შალვა დადიანის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ლილოს დასახლების და კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და ტეტელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის, ვაჩნაძის და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები