ოკუპაცია

საოკუპაციო ძალებს გორის მუნიციპალიტეტში სპეციალური თხრილები გაყავთ

საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურვალეთში
ტაბულა

საოკუპაციო ძალებს აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავის წინ გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სპეციალურ თხრილები გაჰყავთ.

სოფელ არცევთან რუსულმა საჯაროსო დანაყოფებმა თხრილების გაყვანა გუშინ დაიწყეს.

ამასთანავე ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ომის წლისთავთან დაკავშირებით 6-9 აგვისტოს შუალედში ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნტქებს კეტავს. ამ პერიოდში საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცხინვალის რეგიონში გადასვლა აიკრძალება.

მსგავსი თხრილები ერთი თვის წინ საოკუპაციო ძალებმა კასპის და ქარელის რაიონებში რამდენიმე მონაკვეთზე გაავლეს. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, თხრილები ტერიტორიის ხანძრისგან დაცვას ისახავს მიზნად. 

კომენტარები