ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

ინგლისის დედოფალი დღეში ოთხ კოქტეილს სვამს

bizznews.gr

ინგლისის დედოფალი არამარტო ქვეყნის მართვის საკითხებით არის დაკავებული, არამედ ის აკონტროლებს სამზარეულოს საკითხებს ბუკინგემის სასახლეში. მან სასახლეში სრულად აკრძალა ნივრის გამოყენება საჭმელებში და მოგზაურობაზე უარს ამბობს, თუ თან მისი საყვარელი შოკოლადის ნამცხვარი არ ექნება.

ამასთან ერთად Bussines Insider-ის ინფორმაციის, დედოფალი ელიზაბეტ II, ყოველ დღე ოთხს კოქტეილს მიირთმევს.

დედოფლის ყოფილი მთავარი მზარეულის, დარენ მაქგრეიდის თქმით, ელიზაბეტ II ლანჩამდე ჯინისა და დუბონის კოქტეილს მიირთმევს, ლანჩის დროს კი ის ბოსტნეულსა და თევზს ჭამს, ერთ ჭიქა ღვინოსთან და მშრალ მარტინისთან ერთად. შუა დღეს დედოფალი ჩაის სვამს, შოკოლადის ნამცხვართან ერთად, დაძინებამდე კი მისი ყოფილი მზარეულის თქმით, ის ყოველთვის მიირთმევს შამპანიურს.

კომენტარები