ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

დავით უსუფაშვილის პარტია 4 აგვისტოს, თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს

David Usufashvili Official/Fb.com

ხვალ, 4 აგვისტოს, შენების მოძრაობა თბილისის საარჩევნო გუნდსა და მერობის კანდიდატს წარადგენს. პრეზენტაცია 12:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერში გაიმართება.

შენების მოძრაობა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დააფუძნა. მოძრაობის სადამფუძნებლო პრინციპები და ლოზუნგია - ”რაც კარგია, ვუვლით, რაც ცუდია, ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით”.

კომენტარები