ხანძარი

ე.წ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. 

უწყებამ ტაბულას უთხრა, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და, შესაბამისად, სხვა შენობებზე ხანძრის გადასვლის საფრთხე არ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო ბრიგადა. 

მათივე ცნობით, წინასწარი დათვალიერებით, დაახლოებით 70 კვ. მ.-ია დამწვარი. 

კომენტარები