ფეხბურთი

ნეიმარი რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება, ფეხბურთელს პარიზში ელოდებიან

Getty Images

ბარსელონამ ნეიმარს ვარჯიშების გამოტოვების უფლება მისცა. გავცელებული ცნობებით, ფეხბურთელი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა.

როგორც ბარსელონას ოფიციალური საიტი წერს, ნეიმარმა დილის ვარჯიშის დაწყებამდე კლუბს აცნობა, რომ მას ბარსელონაში თამაშის გაგრძელებსი სურვილი არ აქვს და ამის გამო მას კლუბმა ვარჯიშის გაცდენისა და საკუთარ მომავლის შესახებ გადაწყვეტილების უფლება მისცა.

გადაწყვეტილების მიზეზი, სავარაუდოდ, ნეიმარის რეკორდული ტრანსფერია, რომელიც წესით მომდევნო დღეებში მიიღებს ოფიციალურ სახეს.

ფრანგული პსჟ ბრაზილიელ ფორვარდში 222 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც ფეხბურთის ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის სატრანსფერო რეკორდი პოლ პოგბას ეკუთვნის, რომელიც გასულ ზაფხულს, იუვენტუსიდან მანჩესტერ იუნაიტედში 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

რეკორდული იქნება ნეიმარის ხელფასიც, გავრცელებული ცნობებით, ბრაზილელი წლიურად 30 მილიონ ევროს მიიღებს. ნეიმარის ტრანსფერით მისი მამაც იხეირებს, რომელიც ამ ტრანსფერის დადასტურების შემთხვევაში ბარსელონასგან 40 მილიონს მიიღებს.

კომენტარები