2 აგვისტოს, თბილისის რვა რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

newcastle.gov.za

დღეს, 2 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზეკარის, სვირის, ლისაშვილის, ასურეთის, სანავარდოს, თოდრიას, კიშინიოვის, ლიუბოვსკის, მირზაანის, წერონისის, ლაითურის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:45 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზეკარის, დარკვეთის, სვირის, ასურეთის, გეგუთის, კიშინიოვის და ლიუბოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის ზემო დასახლების და ლიუბოვსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IV მიკრორაიონის, ბარისახოს, ულიანოვის და ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მერვე ლეგიონის დასახლების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელეთის, ცურტაველის და გიორგი მერჩულეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხონელის, სოღანლუღის, ტაბახმელას, ხარფუხის, ცურტაველის და გრიშაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ვარკეთილი-3 VIII კვარტალის, მელითონეების ქვემო დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, გარდაბნის გზატკეცილის, შუამთის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქოვანის და ჭიათურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოხუას ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები