ენერგოდამოუკდებლობა

რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებისთვის აშშ უკრაინას ნახშირით მოამარაგებს

წარწერა ტრამპის ბანერზე "ტრამპი თხრის ნახშირს"
Getty Images

თეთრმა სახლმა წარადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც უკრაინის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის აშშ მას ქვანახშირს მიაწვდის. ტრამპის ადმინისტრაცია ამ გზით აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას და ამერიკული ქვანახშირის ინდუსტრიის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პენსილვანიურმა კომპანია Xcoal Energy & Resources უკრაინასთან 700 ათასი ტონა ნახშირის მიწოდებაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით უკრაინა ერთ ტონა ქვანახშირს $113 დოლარად შეიძენს. ზამთრის თვეებში ქვეყანა ქვანახშირს თბოსადგურების საწვავად გამოიყენებს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვანახშირით მდიდარი დონბასის რეგიონის ოკუპაცია დაიწყო უკრაინის ენერგობალანსი შეიცვალა, რადგანაც ქვეყანა სეპარატისტებისგან ნახშირის ყიდვაზე უარს აცხადებს.

ე.წ. "უკრაინა-რუსეთის ბუნებრივი აირის კონფლიქტი" განსაკუთრებით მწვავე 2006-2009 წლების პერიოდში იყო, როდესაც რუსეთი ზამთრის თვეებში დავალიანების გამო ქვეყნისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტაზეც კი მიდიოდა. 

"რუსეთი ფულს აკეთებს საკუთარი ნავთობის გაყიდვით, ჩვენ კი ჩვენს ქვეშ მათზე მეტი ნავთობი გვაქვს, ხუთი წლის წინ არც ვიცოდით რომ ამდენი ნავთობი გვქონდა და მე მინდა რომ ეს ნავთობი ჩვენ გამოვიყენოთ", - ამბობს ტრამპი.

ქვანახშირის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგი (2016 წელი)

  1. ავსტრალია - $28 მილიარდი დოლარის ექსპორტი
  2. ინდონეზია - $12 მილიარდი დოლარის ექსპორტი
  3. რუსეთი - $8.9 მილიარდი დოლარის ექსპორტი
  4. აშშ - $4.4 მილიარდი დოლარის ექსპორტი
  5. კოლუმბია - $4.3 მილიარდი დოლარის ექსპორტი

კომენტარები