ენტონი სკარამუჩი

თეთრი სახლიდან გათავისუფლებული სკარამუჩი Harvard-ის ცნობით მკვდარია

AP

დონალდ ტრამპმა გუშინ თეთრი სახლის კომუნიკაციების მენეჯერი ენტონი სკარამუჩი გაათავისუფლა. ის თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტზე მხოლოდ 10 დღის მანძილზე მუშაობდა, თუმცა ამ პერიოდში ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება მოასწრო, რის გამოც მას პოსტის დატოვება მოუწია.

Reuters-ის ცნობით, Harvard-ის სამართლის სკოლის 1989 წლის კურსდამთავრებულთა ცნობარის ინფორმაციით, ენტონი სკარამუჩი გარდაცვლილია. 

უცნობია რა გახდა Harvard-ის სამართლის სკოლის თანამშრომელთა მიერ ამ შეცდომის დაშვების მიზეზი. "ჩვენ ამ შეცდომის გამო ბატონ სკარამუჩის ბოდიშს ვუხდით", - Washington Post-ს უპასუხა Harvard-მა.

განცხადებები რის გამოც სკარამუჩი გაათავისუფლეს:

სკარამუჩიმ New-Yorker-ის ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში, რომელიც თეთრი სახლიდან გაჟონილ ინფორმაციას ეხებოდა თეთრი სახლის მთავარ სტრატეგისტ სტივ ბანონზე განაცხადა:

"მე სტივ ბანონი არ ვარ, მე არ ვცდილობ გავლოკო საკუთარი პ****ი"

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსზე რენს პრიბუსზე კი განაცხადა:

"ეს დ**********ი რენს პრიბუსი პარანოიდი და შიზოფრენიკია"

53 წლის ფინანსისტი და ინვესტორი ენტონი სკარამუჩი თეთრ სახლში გადასვლამდე უოლ-სტრიტზე მუშაობდა. მისი ქონება დაახლოებით $85 მილიონად არის შეფასებული.

სკარამუჩის გათავისუფლების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა მიიღო. თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა ჰაკაბიმ განაცხადა რომ "პრეზიდენტი გრძნობდა, რომ ენტონის კომენტარები მისი თანამდებობისთვის შეუფერებელი იყო."

ხშირი საკადრო ცვლილებების გამო გაჩენილ ცნობებს, თითქოს თეთრ სახლში ქაოსია დონალდ ტრამპმა რამდენიმე  Twitter-ით უპასუხა:

"საფონდო ბირჟა ისტორიულ მაქსიმუმზეა, უმუშევრობა 17 წელია ასეთი დაბალი არ ყოფილა, ხელფასები იზრდება, საზღვრები დაცეულია და ასე შემდეგ. არ არის თეთრ სახლში ქაოსი!" 

სკარამუჩის წინამორბედმა შონ სპაისერმა თანამდებობა 22 ივლისს დატოვა. 

კომენტარები