1 აგვისტოს, თბილისის ექვს რაიონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

newcastle.gov.za

დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, კავთისხევის, მახინჯაურის, დეპოს, საყვირის, კოხრეიძის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ურიდიას, ქებურიას, სტურუას, მახალდიანის, კიკნაძის და ჩხიკვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III და VII კვარტლების, ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, ლებანიძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, IIIა, V მიკრორაიონების და ნანეიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების და სარაჯიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების, სამგორის დასახლების, ლაღიძის ჩიხის, წულუკიძის და 17 შინდისელი გმირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ქებურიას, ქიზიყის და ხვედელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები