სავალუტო რეზერვები

ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა 2013 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა

AP Photo

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 2013 წლის დონეს დაუბრუნდა, ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ივნისის მდგომარეობით სავალუტო რეზერვების მოცულობა $2.75 მილიარდია, რაც მაისის მაჩვენებელს $129 მილიონით, იანვრის მაჩვენებელს კი $151 მილიონით აღემატება.

სავალურო რეზერვების მსგავსი მაჩვენებელი საქართველოს 2013 წლის დეკემბრის შემდეგ არ ჰქონია, რადგანაც ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის გამო სებ-ს გარკვეული მოცულობის რეზერვების გაყიდვა მოუწიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დაახლოებით $89 მილიონი შეისყიდა.

ეს მაჩვენებელი რეზერვების მოცულობის პიკურ პერიოდს - 2013 წლის ოქტომბერს 5%-ით ჩამოუვარდება, მაშინ სავალუტო რეზერვები დაახლოებით $2.9 მილიარდს შეადგენდა. 

2014 წელს ეროვნულმა ბანკმა $300 მილიონი გაყიდა და $200 მილიონი შეისყიდა. 2015-ში სებ-მა $286 მილიონი დოლარი გაყიდა, ამ წელს ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო ეროვნულ ბანკს რეზერვები არ შეუსყიდია. 2016 წელს კი სებ-მა სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კლასიფიკაციით, ქვეყნების სავალუტო რეზერვები მათი სამი თვის იმპორტის მაჩვენებლებზე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით $1.8 მილიარდია (ივნისი, მაისი, აპრილი) 

კომენტარები