აშშ-რუსეთის ურთიერთობა

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ახალი კანონპროექტი დამტკიცა

აშშ-ის სენატმა რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარი თითქმის სრული უმრავლესობით (98 2-ის წინააღმდეგ) დაუჭირა.

დოკუმენტის ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერა დარჩა საჭირო. ტრამპი დოკუმენტის წინააღმდეგ წასვლას, სავარაუდოდ, არ გარისკავს, რადგან ამ ნაბიჯით იგი წარმომადგენლების ორივე პალატას დაუპირისპირდება და ვეტოს შემთხვევაშიც კი კონგრესი ადვილად შეძლებს მის დაძლევას.

ახალი კანონპროექტი ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას გამკაცრებასა და გაფართოებას ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტის მიხედვით პრეზიდენტს ერთმევა შესაძლებლობა ერთპიროვნულად გააუქმოს სანქციები კონკრეტული სახელმწიფოების, იურიდიული თუ ფიზიკური პირების მიმართ.

დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას გაიყვანოს ჯარები საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიიდან და დაუბრუნოს საკუთარი ქვეყნების საზღვრებზე წვდომა ჩამოთვლილი ქვეყნების მთავრობებს.

კომენტარები