28 ივლისს, კრწანისის და საბურთალოს რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 28 ივლისს, კრწანისის და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას სახელებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელეთის, მერჩულეს და ცურტაველის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის და მუხათგვერდის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები