ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 21% ხმას არასდროს მისცემდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 14% - ქართულ ოცნებას, 5% -პატრიოტთა ალიანსს, 4% - ლეიბორისტულ პარტიას, 2% - გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას.
გამოკითხულთა 1-1% პასუხობს, რომ ხმას არასოდეს მისცემდა ევროპულ საქართველოს, გირჩს, მრეწველებს, ქართულ დასს, "სახელმწიფო ხალხისთვის", "ახალ მემარჯვენეებს".

ფოტო: NDI
NDI-ის კვლევაში მონაწილეთა 19% ამბობს, რომ არ არსებობს ისეთი პარტია/ბლოკი, რომელსაც ხმას არასოდეს მისცემდა, 18%-მა არ იცის, ხოლო 7% პასუხზე უარს აცხადებს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.
ცდომილების ზღვარია +/-2.2%.




![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)