NDI-ის კვლევა

NDI: კალაძე - 37%, ელისაშვილი - 22%, უდუმაშვილი - 16%, ხოშტარია - 5%

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, იმ გამოკითხულთა 37%, ვინც სავარაუდოდ არჩევნებზე მივა, ხმას ქართული ოცნების კანდიდატს კახა კალაძეს მისცემდა. მას მოსდევს დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი 22%-ით, მესამე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი (16%), ხოლო მეოთხეზე - ევროპული საქართველოს კანდიდატი ელენე ხოშტარია (5%).

აღსანიშნავია, რომ კითხვა მხოლოდ თბილისში დაისვა. 

NDI-ის კვლევით, სავარაუდოდ, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ყველა გამოკითხულის 57% აპირებს. 

საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები