დონალდ ტრამპის პოლიტიკა

ტრამპი: ტრანსგენდერები აშშ-ის სამხედრო სამსახურში მსახურებას ვერ შეძლებენ

cnbc.com

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ტრანსგენდერები აშშ-ის სამხედრო სამსახურში მსახურებას ვერ შეძლებენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპი საკუთარ Twitter-ზე წერს.

"გენერლებთან და სამხედრო ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ გაფრთხილებთ, რომ აშშ-ის მთავრობა არ მიიღებს და არ დაუშვებს ტრანსგენდერების სამხედრო სამსახურში მუშაობას. ჩვენი სამხედრო სამსახური კონცენტრირებული უნდა იყოს გადამწყვეტ გამარჯვებაზე და არ უნდა დაიტვირთოს უზარმაზარი სამედიცინო ხარჯებით და იმ განხეთქილებით, რომელსაც ტრანსგენდერის ჯარში მსახურება მოიტანს", - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ტრანსგენდერებს სამხედრო სამსახურში მსახურების უფლება მისცა.

კომენტარები