დონალდ ტრამპის პოლიტიკა

CNN: ამერიკის სტუმრებს შესაძლოა, პირადი ანგარიშებისა და ნომრების წარდგენა დაევალოთ

Evan Vucci / AP

ამერიკის უცხოელ სტუმრებს შესაძლოა, აეროპორტში სხვადასხვა სოციალური ქსელის ანგარიშებისა და მობილურში ჩაწერილი ნომრების წარდგენა მოსთხოვონ. როგორც CNN-ს წყარომ უთხრა, თეთრი სახლის წარმომადგენელმა სტეფან მილერმა ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან ისაუბრა. 

თუ პირი უარს იტყვის ინფორმაციის წარდგენაზე, მას ამერიკაში შესვლის საშუალებას არ მისცემენ.

CNN-ის ცნობით, იდეა ჯერჯერობით განხილვების საწყის ეტაპზეა. გამოცემა ასევე იხსენებს სან ბერნანდინოს ტერორისტ ტაშფინ მალიკს, რომელიც ჯიჰადის მოწოდებებს ფსევდონიმით წერდა. ამიტომაც, გაუგებარია, როგორ უნდა დაინერგოს წესი პრაქტიკაში.

მილერის თქმით, მთავრობამ კარგად უნდა იმუშაოს, რათა ქვეყანაში მიმავალი ადამიანების ღირებულებები ამერიკისას შეესაბამებოდეს.

კომენტარები