ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

რუსეთის პატრიარქი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტს შეხვდა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი 25 ივლისს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტ ანტონი ბიბილოვს შეხვდა შეხვდა. 

პატრიარქმა კირილმა ბიბილოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი "შრომა ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას". 

შეხვედრისას მხარეებმა ე.წ სამხრეთ ოსეთის რელიგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს. 

ცნობისთვის, 2017 წლის 3 ივლისს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეის ჩატარება, რადგან რუსეთის პატრიარქმა კირილმა "არ აღიარა რეგიონების ეკლესიების დამოუკიდებლობა, მან თავიდან ბოლომდე დაიცვა საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია". 

ქუცნაშვილი თვლიდა, რომ აღნიშნული ასამბლეის საქართველოში ჩატარება შექმნიდა ახალ პლატფორმას. 

"ამიტომ, ვფიქრობ, გამოვიყენოთ ეს პლატფორმა იმისათვის, რომ ეკლესიის წარმატებული მაგალითი გამოყენებული იყოს საერო ხელისუფლებასთან მიმართებაში,"- აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.

კომენტარები