26 ივლისს, დღის განმავლობაში, თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.
კომპანია შეზღუდვის მიზეზად გეგმიურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
მთაწმინდის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ვიწრო ჩიხის, ქვემო გომის ჩიხის, ასკანის ჩიხის, ბეთლემის, თუმანიანის, გომის, ასკანის, ჯვარედინის, ფურცელაძის, ათონელის, მტკვრის და ტელეგრაფის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00-დან 13:00-მდე შეზღუდვა შეეხება: სიონის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00-დან 13:00-მდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30-დან 13:30-მდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის, სანერგეს და სვანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:30-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის და ანაპის 414 დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.
14:30-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ნიკო მარის, ცინცაძის, ხევსურეთის, სვანეთის, ეროსი მანჯგალაძის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის და ლეჩხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის, ზურაბ ანჯაფარიძის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ფოთის, ქუთაისის, ვახუშტი ბაგრატიონის და დავით ბაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ფუნიკულიორის პლატოს, ზედა პლატოს და სოფელ ოქროყანის მაცხოვრებლებს.
13:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიდების, კვესეთის, ზემო ბეთანიის, კოჯრის (ნაწილობრივ) და კიკეთის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: მეუნარგიას, ვეშაპურის, გრომოვის, ცოტნე დადიანის, ლალიონის და ზაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, გომარეთის შესახვევის, კაკაბეთის, წალენჯიხის, მესხეთის, ხარაბაძის, კოპცოვის, ბუცხრიკიძის და ტატიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12:00-დან 13:00-მდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქი 9, სამხედრო ქალაქის 10, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, შირაქის, სპანდარიანის, დოდაშვილის და საექიმოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





