ხვალ, 25 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის, სოფელ დიღომის, დიღმის მასივის III კვარტლის და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მექანიზაციის, თორნიკე ერისთავის და არალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, სადგურ ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელ დიდი ლილოს, იუმაშევის, რკინიგზის, მაისურაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაოლო იაშვილის, ინგოროყვას და ჩაიკოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მესხის, ლიხის, ვეძინის, თხინვალის და ჩაბალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:30 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის და გურიის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაკელიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ლაღიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ფოცხვერაშვილის, წინამძღვრიშვილის, სურამის და ნინოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





