რუსული ოკუპაცია

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

sputniknews.com

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. მისი მიზანია ყველა სამხედრო ნაწილისთვის საბრძოლო მზადყოფნის საერთო წესების შემუშავება. მანევრები ჩრდილო კავკასიის რეგიონშიც მიმდინარეობს. სწავლებაში, საერთო ჯამში, 16 ათასი ჯარისკაცი და 4 ათასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.

საქართველოს მთავრობის შეფასებით, რუსეთის ქმედებები 2008 წელს დადებული შეთანხმების მორიგი უხეში დარღვევაა.

„ასეთი მანევრები წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსთვის და გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და ევროპისათვის,“ - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები