ბლოგი

საქართველოსთვის რომელი უფრო საშიშია-ვესტერნიზაცია თუ ნაციონალიზმი?

რამდენიმე დღის წინ, როცა მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა ილია ჭიღლაძემ ქართველთა მარშის ორგანიზატორების მიერ გაუპატიურების მუქარაზე გაიგო, ასეთი რეაქცია ჰქონდა: “ნუთუ პატრიოტიზმი ასეთი სულიერი ხრწნაა?!”

მამა ილიას სიტყვებზე გამახსენდა პროპაგანდა - თითქოს დასავლურ კულტურას უზნეობა შემოაქვს და ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელია.

მებადება ასეთი კითხვები: საქართველოსთვის რომელი უფრო საშიშია - ვესტერნიზაცია თუ ნაციონალიზმი? რომელს მოაქვს უფრო მეტი სულიერი ხრწნა?

ნაციონალიზმს რომ ვამბობ, იმ ნაციონალიზმს ვგულისხმობ, რომელიც ფაშიზმს გავს. თავისთავად, პატრიოტიზმი ცუდი არ არის - ყველამ თავის სამშობლოთი უნდა იამაყოს. მე იმ ნაციონალიზმზე ვსაუბრობ, რომელსაც მოზრდილი კაცები მიჰყავს 25 წლის გოგოს გინებამდე და გაუპატიურების მუქარამდე. შეიძლება, მუქარის ფაქტი დადგენილი არ არის, მაგრამ ამით არასწორი პატრიოტიზმის და არასწორი ნაციონალიზმის საშინელი სახე გამოჩნდა. კრიტიკის საპასუხოდ ე.წ. ქართული მარშის ორგაზინატორებმა, რომლებიც ულტრამემარჯვენე პოლიტიკას წარმოადგენენ, იმდენი საზიზღარი სიტყვა დაწერეს Facebook-ზე 25 წლის გოგოზე, რომ ქართული გინების ლექსიკა გამიორმაგდა. იმ პოსტების გამო გამოძიებაც კი დაიწყო.

დასავლურ კულტურაში გაზრდილი ვარ, მაგრამ არ მინდა ქართული ტრადიციის დაკნინება. ქართულ ტრადიციებს ძალიან ვაფასებ. ხანდახან მეც არ მსიამოვნებს ზოგიერთი დასავლური რაღაც. საქართველოში რომ ჩამოვედი მეორეჯერ და თავისუფლების მოედანთან Subway ვნახე, მართლა სულის შეხუთვით წარმოვთქვი - "რააააა?" (ბოდიში, რომ ასეთი სწრაფი კვება ამერიკიდან შემოვიდა).

დასავლური საზოგადოება ისეა ჩამოყალიბებული, რომ როგორი ტრადიციაც არ უნდა გქონდეს, გაქვს იმის უფლება, რომ შეინარჩუნო  და იმის შესაბამისად იცხოვრო. რა თქმა უნდა, ამირიკის ისტორია საქართველოსთან შედარებით უფრო მოკლეა, მაგრამ მეც ტრადიციული ქრისტიანული ოჯახიდან ვარ. ყველაფერს, რაც საზოგადოებაში ხდება, მეც არ ვეთანხმები - მიუხედავად ამისა, ჩემი ოჯახი ტრადიციებს წლობით ინარჩუნებს შეურაცხყოფის მიყენების გარეშე. ჩემი ცხოვრების განმავლობაში დასავლური კულტურა ჩემს რელიგიურ ტრადიციას არ დამუქრებია. მხოლოდ მაშინ მეშინია, როცა ფაშისტი ამერიკელები რელიგიური უმცირესობებების მიმართ აგრესიულად იქცევიან.

იმას არ ვამბობ, რომ დასავლური საზოგადოება სრულყოფილია - სულაც არაა. ყველგან არსებობს სიკეთე და ბოროტება, გიჟები და ჭკვიანები.

უბრალოდ მაინტესერებს - საქართველოსთვის რომელს უფრო მეტი სიფრთხე მოაქვს, ვესტერნიზაციას თუ ასეთ ნაციონალიზმს?

კომენტარები