ახალი ავტობუსები

20-24 ივლისს, ახალი ავტობუსები N24, N14, N21, N140 მარშრუტებზე გავა

თბილისის მერია

დღეიდან, №24 მარშრუტის მგზავრებს ახალი ავტობუსები მოემსახურება.

№24 ავტობუსი გლდანის VII-VIII მიკრორაიონიდან გრიგოლ რობაქიძის, მარშალ გელოვანის და ვაჟა ფშაველას გამზირების გავლით თბილისის სახ. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე მოძრაობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სულ 143 ახალი ავტობუსი შეისყიდა. Man-ის ავტობუსები უკვე მოძრაობს № 9, 37, 51, 61, 87 და 88 მარშრუტებზე.

ხვალიდან, ახალი ავტობუსები N14 და N21 მარშუტებზე გამოჩნდება, ხოლო N140 მარშუტზე ავტობუსების ჩანაცვლება 24 ივლისს იგეგმება.

კომენტარები