მუქარა

თათია დოლიძის ქმარი: ძალიან მალე გაირკვევა სიმართლე და არცერთს არ შეგრჩებათ

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში/Fb.com

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის თათია დოლიძის ქმარი ვაკო თურნავა მისი ცოლის მიმართ მუქარას საკუთარ FB-გვერდზე ეხმაურება და ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორებს მიმართავს:

"ყველა იმ გარეწარს ვინც ემუქრება ჩემს ოჯახს და იკადრა ჩემს მეუღლეზე ეს ენით აუღწერელი სიბინძურის დაწერა!!!!!

ძალიან მალე გაირკვევა სიმართლე და არცერთს არ შეგრჩებათ!!! სიტყვები არ მყოფნის რა უნდა დავუძახო თქვენს საქციელს, ქვეყნის დამქცევი ნაბიჭვრები ხართ...

რაც შეეხება ლიბერალიზმის მამებს, შეწყვიტეთ ვითომდა სოლიდარობის გამოცხადება, ამის მორალური უფლებაც კი არ გაქვთ. თქვენ იმათ გამოუცხადეთ სოლიდარობა ვისი ოჯახებიც მიწასთან გაასწორებული გყავდათ წლების მანძილზე", - წერს ვაკო თურნავა.

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.

შს სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.

კომენტარები