ხანძარი

ხორვატიაში ხანძარს ბოლომდე ვერ აქრობენ, დაშავებულია 80-მდე ადამიანი

www.rte.ie

ხორვატიაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სრული ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

Reuters-ის ცნობით, მეხანძრეებმა ქალაქ სპლიტთან ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა შეძლეს, თუმცა რამდენიმე აქტიური კერის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება. ოპერაციაში ასობით მეხანძრე, ადგილობრივი მოსახლეობა და ავიაციაა ჩართული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სპლიტსა და ომიშის რაიონებში 80-მდე ადამიანი დაშავდა. დაახლოებით 100 ადამიანია ევაკუირებული.

დამწვარია 4,5000 ჰექტარი მიწის ფართობი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.

კომენტარები