19 ივლისს, თბილისის რვა რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Reuters

ხვალ, 19 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირის, რობაქიძის გამზირის, დიდუბის I შესახვევის, ქსნის, დავით ბაქრძის, აგლაძის, დგებუაძის, მარჯანიშვილის, უზნაძის, კარალეთის, ცაბაძის და მაიაკოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი დიღმის, მაჭავარიანის და იასამნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის ხევის, სართანიას, კამალოვის, კალიუჟინის, ვასილ თამარაშვილის, ჟღენტის, ზედაუბნის, კოდალას, კაჭრეთის, მაღაროს, თიგიშვილის, ზაქარაიას, ინწკირველის და ენისელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ნაკადულის და ქინძმრაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III მიკრორაიონის, ვარკეთილის III მასივის III, IV კვარტლების, ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის და შუამთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სოფელ დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, სადგურ ლილოს და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი II დასახლების , ნავთლუღი II დასახლების IV, V, VI ქუჩების, ჭიჭინაძის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები