სააკაშვილის შესაძლო ექსტრადაცია

პოროშენკო: არც უკრაინაში და არც აქ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს არ განვიხილავთ

bbc.com

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ ქართულ მხარესთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე არ უმსჯელიათ. 

პოროშენკოს თქმით, სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი საქართველოს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაა და ამ თემაზე ორ ქვეყანას შორის მსჯელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუკი ამას ქართული მხარე მოითხოვს. 

"ჩვენ ეფექტიანად ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ [მიხეილ სააკაშვილის] ექსტრადაციასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ მიგვიღია. ამიტომ, ჩვენ არც აქ და არც უკრაინაში არ განვიხილავთ ამ საკითხს,"- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

პეტრო პოროშენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 17 ივლისს ჩამოვიდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ 2015 წლის თებერვალში უკრაინული მხარისგან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი მიიღო

კომენტარები