თეთრი ხმაურის მოძრაობა: პირი ნახევარი აბი ქსანაქსისთვის დააკავეს

თეთრი ხმაურის მოძრაობა

ღამით, ელბაქიძეზე, ბარ კანუდოსთან გიორგი გიორგიძე ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს.  თეთრი ხმაურის მოძრაობის ცნობით, სამართალდამცველებმა ნახევარი აბი დამამშვიდებელი "ქსანაქსი" ამოიღეს.

თვითმხილველი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ გიორგიძე მოპედით გადაადგილდებოდა, როდესაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გააჩერეს. მისივე თქმით, მალევე პირებმა პოლიციის ფორმები ჩაიცვეს და ჩხრეკა დაიწყეს. იქ შეკრებილები ფიქრობდნენ, რომ ერთ-ერთი სამართალდამცველი ნარკოტიკის ჩადებას ცდილობდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, ჩხრეკა ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა. მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს და დანიშნულია ექსპერტიზები.

კომენტარები