წყალდიდობა სტამბოლში

ძლიერი წვიმის გამო, სტამბოლის ნაწილი პარალიზებულია

http://www.hurriyetdailynews.com

ძლიერი წვიმის და შტორმის გამო, სტამბოლის ნაწილი პარალიზებულია. თურქული გამოცემა hurriyetdailynews-ის ცნობით, დატბორილია შენობები, მაღაზიები და ოფისები. შეჩერებულია ზოგიერთი მეტროსადგურის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

სტამბოლის საგანგებო მართვის სამსახურის განცხადებით, მაღალია წყალდიდობის რისკი.

სტამბოლის მთავრობა მოუწოდებს ადგილობრივებს, თავი შეიკავონ ავტომანქანებით გადაადგილებისგან.

კომენტარები