
ფოტო: facebook.com/ada.marshania.1
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატს ადა მარშანიას საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულომ ქეთევან წამებულის სახელობის ოქროს მედალი გადასცა, ამის შესახებ თავად მარშანია საკუთარ Facebook-ზე წერს.
"მოულოდნელად მივიღე ძალიან ძვირფასი და საამაყო ჯილდო (არ ვიცი რამდენად დავიმსახურე) ქეთევან წამებულის ოქროს მედალი", - წერს მარშანია.
ადა მარშანია საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო 1992-1995, 1995-1999 და 1999-2004 წლებში. 2016 წლის შემოდგომიდან ის პატრიოტთა ალიანსის სიით შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. 2011 წლიდან მას ირმა ინაშვილის მედია კავშირ ობიექტივში დევნილთა საკითხებზე მიჰყავს გადაცემა.
![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



