ტრაპზონში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიაწოდეს ინფორმაცია.
"საკონსულოს თანამშრომლებმა მოინახულეს დაშავებულები. ამ დროისათვის დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უტარდებათ სამედიცინო დახმარება. ადგილზე მიემგზავრება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ჯამრთელობის მინისტრი." - ამბობენ საგარეო უწყებაში.
ქართული ცეკვის ანსამბლი ტრაპიზონში დღეს ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციის ავარია სავარაუდოდ საბურავის გახეთქვამ გამოიწვია, რის შემდეგაც ავტობუსი გადაბრუნდა. შემთხვევა ტრაპზონიდან 120 კილომეტრში მოხდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიემგზავრებოდა. შემთხვევის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა.





