თბილისში, დაკარგულ 14 წლის ტყუპებს, ლუკა და ნიკა ცანავებს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ შეტყობინება გუშინ, ისნის რაიონში შევიდა.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
უწყებისვე ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.