14 ივლისს, დღის განმავლობაში, თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.
კომპანია შეზღუდვის მიზეზად გეგმიურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
ისნის რაიონი
10:30-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00-დან 12:30-მდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, სამგორის, ნადარეიშვილის, მეველეს და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:30-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის და არაყიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, რესტორანი „მარაბდას“ მიმდებარე ტერიტორიის და გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, მეორე ხეივნის, გულუას, შავიშვილის და წითლანაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკორაიონის და გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
11:00-დან 13:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, ხევძმარის, ხიზაბავრის, სარაჯიშვილის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, სანკტ-პეტერბურგის, უზნაძის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, მანჯგალაძის, მახალდიანის, თოფურიძის, ზაქრაძის და ლალიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00-დან 12:00-მდე შეზღუდვა შეეხება: უშანგი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის და ფეიქრების ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





