კრიმინალი

შსს: იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 1955 წელს დაბადებული გ.კ. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. 
"გამოძიებით დადგინდა, რომ გ.კ.-მ მოქალაქეს „აკმ“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 60 საბრძოლო ვაზნა 1500 აშშ დოლარად მიჰყიდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, ხოლო მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას - აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ის ინფორმაციითვე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, მიმდინარეობს.

კომენტარები