13 ივლისს, თბილისის 8 რაიონის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 13 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალშენის და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის 38ა კორპუსის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, ჩოლოყაშვილის, აბუსერიძე-ტბელის და აჰმედ ჯავადის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის, გურიის და ზანდუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურის, გულიას და მტკვრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე დიუმას, პუშკინის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის, აგლაძის და ბაღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ნინოშვილის და ფოცხვერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის, მუხიანის II მიკრორაიონის IX კორპუსის და ხიზაბავრის ქუჩის №5 მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები