პედოფილია

მამაკაცი, რომელსაც პედოფილიაში ადანაშაულებდნენ, ცემის შედეგად გარდაიცვალა

Getty Images

მამაკაცი, რომელსაც პედოფილიაში ადანაშაულებდნენ, ცემის შედეგად გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება მხოლოდ გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს და არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე მათთვის არავის მიუმართავს. მათივე თქმით, ის, რომ გარდაცვლილს პედოფილიაში ადანაშაულებდნენ, გამოძიებისას, პირთა გამოკითხვის დროს გახდა ცნობილი. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა, ბრალდებულის გარდაცვალების შემდეგ საქმე 117-ე მუხლზე გადაკვალიფიცირდა. მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც პირის გარდაცვალება გამოიწვია. უწყებისვე ინფორმაციით, ექსპერტიზა, რომელიც გარდაცვალების მიზეზებს დაადგენს, უკვე დანიშნულია.

კომენტარები