წყალდიდობა

იაპონიაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

inquirer.net

იაპონიაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. 400 000-მდე ადამიანს კი საკუთარი სახლების დატოვება მოუწია.

რამდენიმე დღის განმავლობაშიკოკისპირული წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შენობები დაანგრია და ქუჩები დაფარა. წყლის სიმაღლე 50 სანტიმეტრს აღწევდა.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, სულ მცირე 30 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

სტიქიის ზონაში 7000-ზე მეტი მაშველი მუშაობს.

კომენტარები