10 ივლისს, დღის განმავლობაში, თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.
კომპანია შეზღუდვის მიზეზად გეგმიურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
სამგორის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, ლილოს დასახლების, სოფელ დიდი ლილოს, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის და თვალჭრელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, წყალსადენის, ფეიქართა და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, ბეთლემის, დადიანის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: საირმის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:30-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიშველაძის, თამარაშვილის და გიორგი წერეთლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაზის და დეკანოზიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: თემქა-ავშნიანის დასახლების, სოფელ გლდანის, ქსნის და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), წყალტუბოს და მირცხულავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, კოლხეთის, რომის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





