ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტი კვლავ მასობრივი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
შაბათს გამთენიისას დემონსტრანტებსა და სამართლადამცავებს შორის მორიგი შეტაკებები მოხდა.
დაშავებულია 200-მდე პოლიციელი. ათეულობით დემონსტრანტი დაკავებულია.
ფოტო: AFP
პროტესტის მონაწილეებმა ბარიკადები ააგეს, მანქანები დაწვეს, მაღაზიები დაარბიეს და სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს. დემონსტრაციების ორგანიზატორები რადიკალი მემარცხენეები არიან, რომლებიც, მათ შორის, კლიმატის ცვლილებების და ეკონომიკური უთანასწორობის საკითხებს აპროტესტებენ.
ჰამბურგში წესრიგის დაცვას ათასობით პოლიციელი წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით და სხვა საშუალებებით ცდილობს.
ანგელა მერკელმა თქვა, რომ მას შეუძლია, გაუგოს მშვიდობიან პროტესტს, მაგრამ დემონსტრაციები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, „დაუშვებელია“.
დიდი ოცეულის სამინისტისთვის ჰამბურგში 100 ათასამდე დემონსტრანტია თავმოყრილი. ძალადობრივ პროტესტში მათგან მხოლოდ რამდენიმე ათასი ჩაერთო.
ფოტო: Reuters
ფოტო: reuters
ფოტო: getty images